ზუგდიდში დღეს ვლაქერნობის დღესასწაულს აღნიშავენ

ზუგდიდში დღეს ვლაქერნობის დღესასწაულს აღნიშავენ

ზუგდიდში დღეს ვლაქერნობის დღესასწაულს აღნიშავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმშობლის ყოვლადწმინდა კვართი მუზეუმიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში იქნა დაბრძანებული. 

დღესასწაულს არა მხოლოდ სამეგრელოს ეპარქიის წარმომადგენლები, არამედ მთელი საქართველოდან მომლოცველები ესწრებიან. მათ საშუალება აქვთ მიეახლონ ამ სიწმინდეს.

ვლაქერნობის დღესასწაული, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ზუგდიდში 1991 წლიდან აღინიშნება.