თეა წულუკიანი არჩილ კბილაშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტს წერილობით უპასუხებს

თეა წულუკიანი არჩილ კბილაშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტს წერილობით უპასუხებს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მთავარი პროკურორის გადაყენების თაობაზე პრეზიდენტი წერილით მიმართავს, პასუხს ოფიციალური წერილით დაუბრუნებს. 

როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის, ჯერჯერობით, უცნობია იუსტიციის სამინისტროში პრეზიდენტის სახელით ოფიციალური წერილი მთავრი პროკურორის გადადგომის თაობაზე შევიდა თუ არა.

"მე ვიცნობ პრეზიდენტის ზეპირ მოწოდებებს ამ საკითხთან მიმართებაში და მე ამ მოწოდებებს ვუპასუხებ. თუ წერილი არის შემოსული, მე ამ წერილს, ჯერჯერობით, არ ვიცნობ, ალბათ, სულ ახლახანს შემოვიდა. თუ წერილი შემოვიდა, მივბრუნდები, გავეცნობი და პასუხს გავცემ ასევე წერილობით", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ოფიციალურ წერილში ანდრო ბარნოვი მიხეილ სააკაშვილის სახელით თეა წულუკიანს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებას და მისთვის შესაბამისი წინადადებით მიმართვას თხოვს.

წერილი იუსტიციის სამინისტროში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრო ბარნოვის მიერ, 13 ივლისს გაიგზავნა.