მიხეილ სააკაშვილი თეა წულუკიანს არჩილ კბილაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით წერილით მიმართავს

მიხეილ სააკაშვილი თეა წულუკიანს არჩილ კბილაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით წერილით მიმართავს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი ქვეყნის პირველი პირის, მიხეილ სააკაშვილის სახელით იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს წერილით მიმართავს. 

წერილში ბარნოვი მიხეილ სააკაშვილის სახელით თეა წულუკიანს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას და მისთვის შესაბამისი წინადადებით მიმართვას თხოვს.

წერილი იუსტიციის სამინისტროში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრო ბარნოვის მიერ, 13 ივლისს გაიგზავნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროში დღეს დაუსასტურეს, რომ წერილი მიღებულია.