„მოქალაქეთა სატელეფონო მოსმენები გრძელდება და ყველა ინფორმაცია შსს–ში დამონტაჟებულ აპარატურას მიეწოდება“

„მოქალაქეთა სატელეფონო მოსმენები გრძელდება და ყველა ინფორმაცია შსს–ში დამონტაჟებულ აპარატურას მიეწოდება“

შინაგან საქმეთა სმაინისტროში არსებული ფარული ვიდეოჩანაწერების განადგურების კომისიის წევრი ლაშა ტუღუშის განცხადებით, „მოქალაქეთა სატელეფონო მოსმენების მიზნით ყოფილი ხელისუფლების მიერ დანერგილი პრაქტიკა დღესაც გრძლედება და ყველა ინფორმაცია შსს–ში არსებულ აპარატურს გადაეცემა“.  

ამის შესახებ ტუღუშმა დღეს „Front news“–ის პრეს–კლუბში სტუმრობისას ისაუბრა. „ახლაც მუშაობს ეს სისტემა, შსს–ში არსებობს ე.წ. „ყუთი“, რომელიც ავტომატურ რეჟიმში აფიქსირებს მოქალაქეების მიერ განხორციელებულ სატელეფონო საუბრებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. შესაძლოა, ამ ყველაფერს უკვე აღარავინ იყენებს, თუმცა ფაქტია, რომ ეს მახინჯი მეთოდი ისევ მოქმედებს,“– განაცხადა ლაშა ტუღუშმა და დასძინა, რომ „აღნიშნული მოწყობილობის და მსგავსი ტიპის მოსმენების აკრძალვისთვის აუცილებელია საკანონმდებლო ნორმატივების შემოღება, რადგან მხოლოდ ამ გზით შეიძლება უკანონო მოსმენების პრევენცია“.