18-19 ივლისს ბიძინა ივანიშვილი ლიტვასა და პოლონეთს ეწვევა

18-19 ივლისს ბიძინა ივანიშვილი ლიტვასა და პოლონეთს ეწვევა

18-19 ივლისს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ლიტვასა და პოლონეთს ეწვევა.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მოგეხსენებათ, ლიტვა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს მიწვევა. პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს იმ პროცესებზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ასევე იმის თაობაზე, თუ როგორ ვემზადებით ვილნიუსის სამიტისთვის. ბიძინა ივანიშვილი შეხვედრებს გამართავს ლიტვის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სიტყვით გამოვა ლიტვის ევროპულ კლუბში. 18 ივლისს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი პოლონეთში გაგრძელდება, სადაც ის თავის პოლონელ კოლეგას შეხვდება და საუბარი ორმხრივი ურთიერთობის ყველა მნიშვნელოვან საკითხს შეეხება", - განაცხადა ზალკალიანმა.