"ჩემი გეგმები იმ სტრატეგიიდან და ხედვიდან გამომდინარეობს, რომელიც განთლების სამინისტროს აქვს"

განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდოდატის თამარ სანიკიძის განცხადებით, "მისი გეგმები იმ სტრატეგიიდან და ხედვიდან გამომდინარეობს, რომელიც განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს აქვს”.

ამის შესახებ სანიკიძემ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე მისი დანიშვნის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

"ვიყავი საქმის კურსში, რომ ჩემი კანდიდატურა იყო ერთ-ერთ, რომელიც ამ პოსტზე განიხილებოდა, თუმცა გადაწყვეტილება უფრო დაჩქარებულ რეჟიმში იქნა მიღებული, რადგან გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვიტა, დროზე ადრე პოსტის დატოვება. ჩემი გეგმები გამომდინარეობს იმ სტრატეგიიდან და იმ ხედვიდან, რომელიც გვაქვს, იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებსაც ვგეგმავთ და რომლებზეც ამდენი ხანია ვმუშაობთ. ეს გეგმა და სტრატეგია საზოგადოებისთვის ნაწილობრივ ნაცნობია, მაგრამ ვფიქრობ, რომ დიდი ნაწილი კიდევ გასაშლელია, რასაც უახლოეს მომავალში მე გავაკეთებ და ამ სტრატეგიაზე მუშაობას პირდაპირ და მიზანმიმართულად დავიწყებთ", - განაცხადა სანიკიძემ.