"თამარ სანიკიძე პროფესიონალია, თუმცა ის არაპოპულარული კანონისთვის გაიმეტეს"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით საყვარელიძის შეფასებით, "განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი თამარ სანიკიძე პროფესიონალია, თუმცა ის არაპოპულარული კანონისთვის გაიმეტეს".

ასე გამოეხამურა საყვარელიძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდობობაზე თამარ სანიკიძის წარდგენას.

"ქალბატონი თამარის პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება, თუმცა ის გაიმატეს ძალიან არაპოპულარული კანონისთვის და ეს ალბათ, მისი კარიერისთვის არ იქნება სატრაბახო და საამაყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი პროფესიონალია, პარლამენტში ძალიან არაპოპულარული კანონი გამოიტანა, დანარჩენი ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა საყვარელიძემ.