"არცერთი მოქალაქე კანონის წინაშე არ უნდა განსხვავდებოდეს"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძის განცხდებით, არცერთი მოქალაქე კანონის წინაშე არ უნდა განსხვავდებოდეს. 

ამის შესახებ დოლიძემ ორი სასულიერო პირის ანთიმოზ ბიჩინაშვილისა და მამა იოთამ ბასილაიას სასამართლო პროცესიის შეფასებისას განაცხდა, რომელიც დღეს გაიმართება.

"ანტიდისკრიმინაციულ კანონზე მუშაობა უკვე დავიწყეთ. კანონის წინაშე განსხვავებები არ უნდა იყოს არც ერთ მოქალაქეს შორის, მიუხედავად მისი რელიგიური კუთვნილებისა, ეროვნებისა და ა.შ. რეაქცია, რომელიც პრემიერს ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა აბსოლუტურად ადეკვატური იყო", - განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ ორ სასულიერო პირის - ანთიმოზ ბიჩინაშვილისა და მამა იოთამ ბასილაიას ბარალი 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით წაუყენეს.