უშედეგო მოლაპარაკებების შემთხვევაში, ისრაელი ირანზე იერიშს ზამთრის დადგომამდე მიიტანს

უშედეგო მოლაპარაკებების შემთხვევაში, ისრაელი ირანზე იერიშს ზამთრის დადგომამდე მიიტანს

რამდენიმე დღეში ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაღუ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასგან მოითხოვს განაახლოს მუქარის რიტორიკა ირანისა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ, თუ ოფიციალური ბაღდადი უარს არ განაცხადებს ბირთვულ პროგრამაზე. ამის შესახებ ისრაელის მედია იუწყება.

ისრაელში შეშფოთებულნი არიან ვაშინგტონის თავშეკავებულობის გამო ირანის რეჟიმთან მიმართებაში.

მომავალ კვირას უნდა გაიმართოს გაეროს ხუთეულისა და გერმანიის წარმომადგენლების შეხვედრა, რათა მოხდეს ერთიანი პოზიციის კოორდინაცია ირანში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შესაძლო მოლაპარალკებების გამართვის შემთხვევაში.

ისრაელის მედია აღნიშნავს, რომ წინა მოლაპარაკებების პოლიტიკისა და თავად ჰასან რუხანის „ხელოვნების გათვალისწინებით" - გააჭიანუროს მოპლაპარაკებების პროცესი, რათა დრო მოიგოს „ირანის ცენტოფუგებისთვის", ძნელი წარმოსადგენი არაა როგორც განვითარდება საერთაშორისო მოლაპარაკებები.

მოსალოდნელია, რომ ნეთანიაღუ დაიწყებს ახალ კამპანიას, რათა დაარწმუნოს მსოფლიო თანამეგობრობა ირანზე აქტიურ ზემოქმედებაში, მათ შორის სამხედრო მუქარით. იმ შემთხვევაში თუ ეს მოლაპარაკებები და ქმედებები შედეგის მომტანი არ იქნება ისრაელის პრემიერს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, მიიტანოს თუ არა იერიში ირანის ბირთვულ ობიექტებზე საკუთარი ძალებით. ასეთ შემთხვევაში ისრაელს სამხედრო ოპერაციის ჩატარება ზამთრის დადგომამდე მოუწევს.

ისრაელის ტელევიზის მეორე არხი იუწყება, რომ პრემიერის ასეთ გადაწყვეტილებას მისი კაბინეტი მხარს დაუჭერს.

არ გამოირიცხება ვითარება, როდესაც პარალელურად ისრაელს მოუწევს იერიშის მიტანა „ჰეზბოლაზე", რომლის შესაძლო რეაქცია ამთავითვე ცნობილია. თუმცა ისრაელის პოლიტიკურ წრეებში განიხილება ვარიანტები, რათა ეს სამხედრო ოპერაცია არ გახდეს რეგიონალური ომის საფუძველი.