ორი სასულიერო პირის სასამართლო გაიმართება

ორი სასულიერო პირის სასამართლო გაიმართება

დღეს, 15 ივლისს, ორი სასულიერო პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

17 მაისს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით სამების ტაძრის არქიმანდრიტ მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენ მამა იოთამ ბასილაიას შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალი 23 მაისს წაუყენა.

გამოძიება შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე მიმდინარეობს. შესაბამისი მუხლი შეკრებისა და მანიფესტაციების ან მისი მონაწილეებისთვის უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს და ჯარიმას, ერთი წლის ვადით გამოსასწორებელ სამუშაოს ან ორი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.