აშშ-ში მოზარდის მოკვლის გამო პოლიციელისთვის პასუხისმგებლობის მოხსნას აპროტესტებენ

აშშ-ში მოზარდის მოკვლის გამო პოლიციელისთვის პასუხისმგებლობის მოხსნას აპროტესტებენ

ნიუ-იორკში, სენფორდში, სან-ფრანცისკოსა და აშშ-ის სხვა ქალაქებში ასობით დემონსტრანტმა გააპროტესტა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაამართალეს პოლიციელი, რომელიც ბრალდებული იყო 17 წლის შავკანიანი მოზარდის, ტრეივონ მარტინის მკვლელობაში.

„სამართალი ტრეივონისთვის" სკანდირებდნენ დემონსტრანტები. სან-ფნაცისკოში გამართულ დემონსტრაციაზე კი ისმოდა ლოზუნგები: „რასიზმი არ მომკვდარა", „ხალხი აცხადებს: დამნაშავეა". იგივე პათოსით გაიმართა დემონსტრაცია ლოს-ანჟელესშიც.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოქალაქეებს მომხდარის „თავშეკავებული გააზრებისკენ" მოუწოდა.

ბარაკ ობამას თქმით, ტრეივონის დაღუპვა ტრაგედიაა მთელი ამერიკისთვის, მაგრამ „ესაა კანონმორჩილი ქვეყანა და მსაჯულებმა საკუთარი სიტყვა თქვეს".

უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ქვეყანაში რასობრივი დისკრიმინაცის შესახებ დებატების დაწყებას.

ქვეყნის იუსტიცის სამინისტრომ განაცხადა, რომ ის განიხილავას შესაძლებლობას პოლიციელი ზიმერმანის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელის აღძვრის თაოაბაზე.

ფლორიდას შტატშის ქალაქ სანფორდში გამართულმა სასამართლომ ზიმერმანს ტრეივონ მარტინის დაღუპვასთან დაკავშირებით ყველა ბრალი მოუხსნა.

პროკურორები სასამართლოზე ამტკიცებდნენ, რომ 2012 წლის 26 თებერვალს ზიმერმანმა მხოლოდ იმიტომ გაუხსნა მოზარდს ცეცხლი, რომ მას კაპიშონიანი ქურთუკი ეცვა და წვიმაში მარტო მიმავალი ყვმაწვილი პოლიციელს საეჭვოდ მოეჩვენა.

სასამართლო სხდომაზე ზიმერმანის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ პოლიციელმა ტრეივონ მარტინს თავდაცვის მიზნით, მხოლოდ მას შემდეგ ესროლა, როდესაც მოზარდმა მას დაარყა, გზაზე დააგდო და მისი იარაღისკენ გაიწია.

ტრეივონ მარტინი შავკანიანი აფროამერიკელი იყო, ჯორჯ ზიმერმანი კი საკუთარ თავს წარადგენს, როგორც ლათინოამერიკული წარმოშობის აშშ-ის მოქალაქე.