ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი 15 ივლისს აღარ გაიმართება

ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი 15 ივლისს აღარ გაიმართება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი 15 ივლისს აღარ გაიმართება. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს" მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა. მისი განცხადებით ბრალდების მხარემ დამატებითი მტკიცებულეების მოსაპოვებლად პროცესიის გადადება მოითხოვა.

"პროცესი 15 ივლისს აღარ გაიმართება. რადგან პროკურატურამ სამხილების მოსაპოვებლად მეტი დრო მოითხოვა, ამიტომ პროცესი 23 აგვისტოს ჩაინიშნა,"- ამბობს გიორგი ჩივიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს" ვანო მერაბიშვილს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა, წინასაარჩევნოდ ე.წ დასაქმების პროგრამაზე ედავება.