განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი თამარ სანიკიძე იქნება

განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი თამარ სანიკიძე იქნება

განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი თამარ სანიკიძე იქნება. 

საკუთარი შემცვლელი პრეზიდენტობის კანდიდატმა და განათლების ამჟამინდელმა მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა "გურია ნიუსთან" ინტერვიუში დაასახელა.

სანიკიძე ამ ეტაპზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს.

მინისტრის თანამდებობაზე მისი ოფიციალურად წარდგენა ხვალ იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგვველაშვილი, როგორც "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი საარჩევნო კამპანიის დაწყების გამო თანამდებობას საკუთარი სურვილით ტოვებს.