ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ხვალ პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს გამოაქვეყნებს.
კვლევის პრეზენტაცია სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" 13:00 საათზე გაიმართება.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები საქართველოს მასშტაბით, 12-26 ივნისს ჩაატარა. სულ 2,338 ინტერვიუერი გამოკითხა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (sida) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.