შვეიცარიაში საქართველოს 11 მოქალაქე დააკავეს

შვეიცარიაში საქართველოს 11 მოქალაქე დააკავეს

შვეიცარიის პოლიციამ ძარცვის ბრალდებით, საქართველოს 11 მოქალაქე დააკავა. "კავკაზსკი უზელის" ცნობით, დაკავებულებმა ბოლო რვა თვის განმავლობაში 23 ძარცვა განახორციელეს, რის გამოც მიყენებული ზარალი 350 ათას დოლარს შეადგენს.

პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილთა ინტერესს ფული და ოქროულობა წარმოადგენდა, რომელსაც შვეიცარიელების ქალაქგარეთ არსებული სახლებიდან იპარავდნენ.

ამასთან, ცნობილია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ 9 დაკავებულის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო, რომლებსაც მათ ქვეყანაში შესვლის უფლება ჩამოერთვათ, საქართველოს ორი მოქალაქე კი სასამართლოს სხდომამდე, შვეიცარიაში პატიმრობაში დარჩება.