არჩილ კბილაშვილი - რჩეულიშვილისა და კერვალიშვილისთვის პროკურატურის მიერ მოთხოვნილი გირაოს ოდენობა მითვისებული თანხის ადეკვატური იყო

არჩილ კბილაშვილი - რჩეულიშვილისა და კერვალიშვილისთვის პროკურატურის მიერ მოთხოვნილი გირაოს ოდენობა მითვისებული თანხის ადეკვატური იყო

"ცენტრ-პოინტის" საქმე არის ე.წ. "თეთრი საყელოს" შესაძლო დანაშაულის ერთ-ერთი ნიმუში, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით "ცენტრ-პოინტის" დამფუძნებლების, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის პროკურატურის მიერ მოთხოვნილი გირაოს ოდენობა მითვისებული ან გაფლანგული თანხის ადეკვატური იყო, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა შეამცირა.

"ცენტრ-პოინტის" საქმე არის "თეთრი საყელოს" ერთ-ერთი ნიმუში შესაძლო დანაშაულისა, როდესაც საუბარია მითვისება-გაფლანგვაზე. ჩვენ ქალბატონების მიმართ არც დაკავება განგვიხორციელებია და არც პატიმრობა მოგვითხოვია, უბრალოდ გირაოს რაოდენობა იქნა შერჩეული იმ ნიშნით, რომ ჩვენი გადასახედიდან ადეკვატური ყოფილიყო მითვისებული ან გაფლანგული თანხისა. სასამართლომ ეს მოთხოვნა შეამცირა და რაღაც ნიშნულზე ჩამოიყვანა. რაც შეეხება გადახდის შესაძლებლობას, კანონი ითვალისწინებს როგორც თანხით, ასევე ქონებით უზრუნველყოფას. ამდენად, ჩაითვალა, რომ დასახელებული ზომა არის ადეკვატური და მათ ერთი თვე აქვთ განსაზღვრული ამის შესასრულებლად. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.