საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში პოლიტიკურ მოტივს ვერ ხედავს. როგორც არჩილ კბილაშვილმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პროკურატურა თენგიზ გუნავასთვის სასჯელის შერჩევაში არ მონაწილეობდა.
"თენგიზ გუნავასთან დაკავშირებით სასამართლომ გამოიტანა განაჩენი. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც პროკურატურა საერთოდ არ მონაწილეობდა მისთვის სასჯელის შერჩევაში. ჩვენი როლი არის დაკავება-დაპატიმრებაში, რასაც სასამართლო განაჩენით ადგენს, იქ ჩვენ საერთოდ შემხებლობაში არ ვართ. პროცესი დაიწყო ნოემბერში, უკვე 9 თვე სრულდებოდა. როდესღაც ხომ უნდა გამოეტანა სასამართლოს განაჩენი. აქ პოლიტიკურ მოტივს ნამდვილად ვერ ვხედავ", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.