გეგუთის ციხის პატიმრები შიმშილობის დაწყებას აპირებენ

გეგუთის ციხის პატიმრები შიმშილობის დაწყებას აპირებენ

გეგუთის ციხის პატიმრები შიმშილობის დაწყებას აპირებენ. მიზეზად ციხის გარე პერიმეტრის უფროს ვაჟა ნაცვლიშვილს ასახელებენ. როგორც ,,რუსთავი-2"'_თან საუბარში პატიმარმა თამაზ გასვიანმა განაცხადა ვაჟა ნაცვლიშვილი მათ ოჯახის წევრებს საპყრობილეში სტუმრობის დროს შეურაცხყოფას აყენებს.

,,ვაჟა ნაცვლიშვილი გეგუთის #14 დაწესებულებაში გარე პერიმეტრზეა უფროსი. ციხეში ჩვენი ოჯახის წევრები, რომ მოდიან საზიზღრულ შემოწმებას უტარებს, ართმევს ტელეფონებს, მერე ნომრებს იწერს და მერე მესიჯებს უგზავნის", _განაცხადა თამაზ გასვიანმა