თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა და "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს, ბრალდებულ რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს აღმკვეთ ღონისძიებად 250-250-ათას ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრათ.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეში "დექსუსის" დამფუძნებლის ივანე ცაგურიასთან მიმართებში ვის მიმართაც პროკურატურა პარტიმრობას ითხოვდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ივანე ცაგურია სასამართლო დარბაზიდან 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა და მას დანარჩენ ორ ბრალდებულთან ერთად გირაოს გადახდის ვადად 30 დღე გაესაზღვრა.
პროკურატურა, რუსუდან კერვალიშვილსა და "ცენტრ პოინტ ჯგუფის" კიდევ ერთ დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილს დიდი ოდენობით თანხმების მითვისებაში ედავება. ამავე საქმეზე 11 ივლისს კომპანია "დექსუსის" დამფუძნებელი ივანე ცაგურია დააკავეს.