გიორგი მარგველაშვილს სავარაუდოდ თამარ სანიკიძე შეცვლის

გიორგი მარგველაშვილს სავარაუდოდ თამარ სანიკიძე შეცვლის

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსზე საკუთარ შემცვლელად გიორგი მარგველაშვილი, სავარაუდოდ, თამარ სანიკიძის კანდიდატურას დაასახელებს. 

არაოფიციალური ინფორმაციით, მინისტრის თანამდებობაზე მარგველაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის თამარ სანიკიძის კანდიდატურას წარადგენს.

სანიკიძე 2010 წლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე, გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. პირველი მოადგილის თანამდებობა სანიკიძეს მარგველაშვილმა განათლების მინისტრის პოსტზე დამტკიცებისთანავე შესთავაზა.

გიორგი მარგველაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე საკუთარ შემცვლელს ოფიციალურად 15 ივლისს დაასახელებს.