"ცენტრ პოინტის" დამფუძნებლების - მაია რჩეულიშვილის, რუსუდან კერვალიშვილის და "დექსუსის" დამფუძნებლის ივანე ცაგურიას სასამართლო პროცესს კომპანიის მიერ დაზარალებულებიც ესწრებიან.
პროცესი საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. სხდომას სამივე ბრალდებული ესწრება.
პროკურატურა, რუსუდან კერვალიშვილსა და "ცენტრ პოინტ ჯგუფის" კიდევ ერთ დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილს დიდი ოდენობით თანხმების მითვისებაში ედავება. ამავე საქმეზე 11 ივლისს კომპანია "დექსუსის" დამფუძნებელი ივანე ცაგურია დააკავეს.