"ცენტრ-პოინტის" დამფუძნებლებს, რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს თავდებში 16 დეპუტატი უდგება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ვახტანგ რჩეულიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დეპუტატების ნაწილი შეწუხებულია მათ მიმართ მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებით.
"დეპუტატებს შორის ძირითადად უმრავლესობის წევრები არიან. მე როგორ ვიცი ხელი მოაწერა 16-მა დეპუტატმა. ხელმოწერების შეგროვების ინიციატორები "მრეწველები" არიან", - აცხადებს ვახტანგ რჩეულიშვილი.
მისივე თქმით, რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს თავდებში უდგებიან გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე.
"ეს ადამიანები ბიზნესმენები არიან და კარგად ესმით ის ვალდებულება, რომელიც აღებული აქვს "ცენტრ პოინტს", - განაცხადა რჩეულიშვილმა.
პროკურატურა, რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს დიდი ოდენობით თანხმების მითვისებაში ედავება. ამავე საქმეზე 11 ივლისს კომპანია "დექსუსის" დამფუძნებელი ივანე ცაგურია დააკავეს.