"წინა ხელისუფლების დროს ვინმეს ერთი ფუნთუშა რომ მოეპარა, ის გუნავაზე მეტ სასჯელს მიიღებდა"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, "წინა ხელისუფლების დროს ვინმეს ერთი ფუნთუშა რომ მოეპარა, ის თენგიზ გუნავაზე მეტ სასჯელს მიიღებდა".

ამის შესახებ ბესელიამ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თენგიზ გუნავას დაკავების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.

"წინა ხელისუფლების დროს ვინმეს ერთი ფუნთუშა რომ მოეპარა, გარწმუნებთ, რომ ის სასჯელს უფრო მეტს მიიღებდა, ვიდრე გუნავამ მიიღო. ასე, რომ, როცა პოლიტიკურ დევნაზე გვესაუბრებიან, ბევრ მაგალითს გავახსენებთ, თუ რა არის პოლიტიკური დევნა და როგორ შეიცვალა ვითარება. დღეს ჩვენ ასეთ მძიმე ბრალდებებზე ვსაუბრობთ და 4-წლიან სასჯელზე, როდესაც ადამიანები 30 წელი სასჯელს არაფრის გამო იხდიდნენ", - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ გუნავას თავისუფლების 4 წლით აღკვეთა შეეფარდა.