განათლების მინისტრის კანდიდატურა 15 ივლისს დასახელდება

განათლების მინისტრის კანდიდატურა 15 ივლისს დასახელდება

გიორგი მარგველაშვილი განათლების მინისტრის პოსტზე საკუთარ შემცვლელს 15 ივლისს დაასახელებს, - ამის შესახებ მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ურეკის კულტურის ცენტრში პრემიერ-მინისტრისა და უმრავლესობის წევრების შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე განმარტებით, მომავალი მინისტრის საკითხი პრემიერ-მინისტრთან უკვე შეთანხმებულია.

"კანდიდატურა უკვე შევათანხმე პრემიერ-მინისტრთან და მას საზოგადოებას ორშაბათს, 15 ივლისს წარვუდგენ", - აღნიშნა მარგველაშვილმა.