საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ურეკის კულტურის სახლში საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება. როგორც პრემიერმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი სხვადასხვა თემას, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხება.
"შინაურული შეხვედრაა სხვადასხვა თემაზე _ არანაირი სპეციალური. იწყება არჩევნები, მათ არდადეგები ეწყებათ. თვითონ აქვთ ბევრი კითხვა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, ფრაქციას ცალკე, უმრავლესობას კი ცალკე შეხვდება.