კოტე კუბლაშვილი – მთავარია, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცედურა სწრაფად ამოქმედდეს

კოტე კუბლაშვილი – მთავარია, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცედურა სწრაფად ამოქმედდეს

სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მოსამართლეთა კონფერენცია "ძლიერი სასამართლო – გზა მომავალისკენ" მიმდინარეობს. კონფერენციაში 100-ზე მეტი მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეული წევრები და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობენ.

როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონფერენციაზე განიხილება სასამართლოს წინსვლასთან დაკავშირებული საკითხები.

"კონფერენციას 100-ზე მეტი მოსამართლე ესწრება. განვიხილავთ სასამართლოს წინსვლასთან დაკავშირებულ საკითხებს. მოხდება გამოცდილების გაზიარება, რათა უფრო სწრაფად მივიღოთ სასამართლო რეფორმა. კონფერენცია ეძღვნება მოსამართლეების პასუხისმგებლობისა და გამოცდილების ამაღლებას. იმედი მაქვს, საბოლოო შედეგი კარგი იქნება", - აღნიშნა კოტე კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, კონფერენციაზე სასამართლო ხელისუფლების ხედვას და რეფორმის გაძლიერების მთავარ მიმართულებებს წარმოადგენს.

"ყველაზე მთავარი არის ის, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცედურა სწრაფად ამოქმედდეს. ეს ნოემბერზე ადრე ვერ მოხდება, თუმცა მეორე საკითხია ის, რომ მოსამართლეები დაინიშნონ უვადოდ არა მარტო ნოემბერში, არამედ უკვე დანიშნულების გადანიშვნა მოხდეს", - განმარტა კუბლაშვილმა.