პროკურატურა რუსუდან კერვალიშვილისა და მაია რჩეულიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლოს დღეს მიმართავს

პროკურატურა რუსუდან კერვალიშვილისა და მაია რჩეულიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლოს დღეს მიმართავს

პროკურატურა "ცენტრ პოინტი ჯგუფის" დამფუძნებლების, რუსუდან კერვალიშვილისა და მაია რჩეულიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართავს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, სასამართლოში პროკურატურის შუამდგომლობა დღის პირველ ნახევარში შევა.

კანონმდებლობით, სასამართლომ ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე შუამდგომლობის მიღებიდან 24 საათის ვადაში უნდა იმსჯელოს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის პროკურატურაში გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელდა რუსუდან კერვალიშვილის დაკითხვა. 6-საათიანი დაკითხვის შემდეგ კერვალიშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ კერვალიშვილმა ჩვენება საქმესთან დაკავშირებით მისცა.

პროკურატურა მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს დიდი ოდენობით თანხმების მითვისებაში ედავება. ამავე საქმეზე 11 ივლისს კომპანია "დექსუსის" დამფუძნებელი ივანე ცაგურია დააკავეს