გია გვიჩიანის საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს

გია გვიჩიანის საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს

"ეი-ეს თელასის" ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, უვადო პატიმრობაში მყოფ გია გვიჩიანის საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, ზეპირი მოსმენა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გაიმართება.

"ჩვენ შეტანილი გვქონდა ახლად გამოკვეთილ გარემოებაზე სააპელაციო სასამართლოში გია გვიჩიანის საქმეზე. რამდენჯერმე სააპელაციო სასამართლომ უარი გვითხრა. მაგრამ ახლა ჩანიშნა, დასაშვებად ცნო ჩვენი საჩივარი და ზეპირი მოსმენა დაინიშნა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს. გარემოებას რაც შეეხება, ეს არის გენერალ კეკუას განაჩენი, რომელიც აღნიშნულ საქმეში დამნაშავედ ცნო სასამართლომ, როგორც შემთხვევის ადგილზე ტყვიის გულას გაყალბებისთვის. მისი განაჩენი იმას ნიშნავს, რომ გია გვიჩიანის საქმეზე დადგება ობიექტური განაჩენი", - განაცხადა ჭკადუამ.