ვლადიმერ ბედუკაძე მზადყოფნას გამოთქვამს, მის საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყოს

ვლადიმერ ბედუკაძე მზადყოფნას გამოთქვამს, მის საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყოს

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე მზადყოფნას გამოთქვამს, მის საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყოს.

"დღესვე მზად ვარ ჩემი საქმე გამოეყოს 17 ბრალდებულის საქმეს და დაიწყოს ცალკე ძიება", - განაცხადა ბედუკაძემ გადაცემა "ღია ეთერში" საუბრისას. მისივე მტკიცებით, მზადაა იმისთვისაც, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

ამასთან, ბედუკაძის თქმით, თუ მისი საპყრობილეში ყოფნა ქართველი ხალხის მოთხოვნა იქნება და ეს საზოგადოების გამთლიანებას რამენაირად ხელს შეუწყობს, მზად არის მთავარ პროკურატურას თხოვნით მიმართოს და საპატიმროში "დღესვე წავიდეს".

რაც შეეხება მთავარი პროკურორის მიერ მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებას, ბედუკაძის თქმით, არჩილ კბილაშვილმა კანონმდებლობის იმ მუხლით ისარგებლა (218-ე მუხლის მე-8 ნაწილი), რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს პრეზიდენტმა 2011 წლის 17 ივნისს "ვიღაცისთვის" შესწორება შეიტანა