ალექსი პეტრიაშვილი:  მიხეილ სააკაშვილი რეალობას აცდენილია

ალექსი პეტრიაშვილი: მიხეილ სააკაშვილი რეალობას აცდენილია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეალობას აცდენილია. ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ კიშინოვში, მოლდოველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა დღის წესრიგიდან მოხსნილია. 

ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის, ევროკომისარ შტეფან ფულესა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებები სრულ თანხვედრაში იყო ერთმანეთთან, ხოლო სრულიად საპირისპირო - პრეზიდენტის განცხადება.

"სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არა მხოლოდ აცდენილია რეალობას, ის ამას ქვეყნის ფარგლებს გარეთ აკეთებს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მას, ევროპელ მეგობრებთან ერთად განვუმარტოთ და დავუმტკიცოთ, რომ საქართველო აუცილებლად მიაღწევს თავის შედეგს უახლოეს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.