გოკა გაბაშვილი:  პრემიერ-მინისტრის მიზანი, პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება და მისი ინფრასტრუქტურის მოშლაა

გოკა გაბაშვილი: პრემიერ-მინისტრის მიზანი, პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება და მისი ინფრასტრუქტურის მოშლაა

"ნაციონალებს" სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, თენგიზ გუნავას დაპატიმრება "არ გაკვირვებიათ". როგორც საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, პრემიერ-მინისტრის მიზანი, პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება და მისი ინფრასტრუქტურის მოშლაა. მისივე თქმით, მათ ისედაც არ სჯეროდათ ივანიშვილის განცხადების, რომ საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ოპონენტების დაკავებისგან თავს შეიკავებდნენ.

"შესაბამისად, არ გაგვკვირვებია, რომ დღეს ასეთი ნაბიჯი გადაიდგა და თენგიზ გუნავა რაღაც ბენზინის ტალონების საქმეზე დააპატიმრეს. სრულიად ცხადია, რომ ეს არის სახელისუფლებო გუნდის და მთავრობის გამალებული მცდელობის შედეგი, რომ ოპოზიციის რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი იყოს დაკავებული. ამ მხრივ ჩვენ ვიცით, რომ სასამართლოზე ხორციელდებოდა ზეწოლა და ამ ზეწოლამ გაჭრა", - აღნიშნა გაბაშვილმა.

თენგიზ გუნავას თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გუნავა დამნაშავედ ცნეს ბრალდების სამი ეპიზოდიდან ორში - ბენზინის ტალონებისა და სახელმწიფო ქონების მითვისებაში.