გიორგი კვირიკაშვილი:  უმუშევრობის გამოსწორებისთვის ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს

გიორგი კვირიკაშვილი: უმუშევრობის გამოსწორებისთვის ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს

უმუშევრობის გამოსწორებისთვის, რა თქმა უნდა, არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, რომლითაც ამას ერთ დღეში მოვაგვარებთ, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უმუშევრობასთან დაკავშირებით NDI-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას აღნიშნა. 

როგორც კვირიკაშვილმა განმარტა, ბიზნესის განვითარებისთვის სხვადასხვა ფონდის ამოქმედება მნიშვნელოვანი სტიმული იქნება.

"უმუშევრობის გამოსწორებისთვის, რა თქმა უნდა, არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, რომლითაც ერთ დღეში ამას მოვაგვარებთ. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ იმისათვის, რომ იმ საინვესტიციო ფონდებით, კერძოდ, სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის მეშვეობით, ასევე იმ ფონდით, რომელიც დაანონსდა პრემიერ-მინისტრის მიერ და ფაქტობრივად მემორანდუმებიც არის ხელმოწერილი, გამოვასწოროთ სიტუაცია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული ბიზნესის განვითარებისთვის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, შედეგი მოჰყვება განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის კუთხით ადამიანების დასაქმებას.