თანაინვესტირების ფონდის მონაწილე შესაძლოა პატარკაციშვილის ოჯახი და არაბული კომპანიებიც გახდნენ

თანაინვესტირების ფონდის მონაწილე შესაძლოა პატარკაციშვილის ოჯახი და არაბული კომპანიებიც გახდნენ

თანაინვესტირების ფონდის მონაწილე შესაძლოა პატარკაციშვილის ოჯახი და არაბული კომპანიებიც გახდნენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, თანაინვესტირების ფონდის მონაწილეთა რაოდენობა დროდადრო იცვლება, სია დაზუსტებული არ არის და შეიძლება გაიზარდოს.

"მე ადრე გავაკეთე 3 მილიარდზე მეტი მინიშნება, დღეს კი 5 მილიარდს გადააჭარბა და 7 მილიარდზეა, რაღაც პერიოდი 10 მილიარდზეც იყო ასული. არის შეკითხვები, არის პოლემიკა, ირკვევა ინტერესები, პროექტებზე კითხვებიც ისმება. არაბულ კომპანიებზეც არის საუბარი, პატარკაციშვილის ოჯახზეც. საბოლოდ ვინდ დარჩება და რამდენი იქნება, ჯერ არ ვიცი. დაფუძნება უახლოეს დროში უნდა მოხდეს. ტექნიკური მიზეზები აფერხებს ამას. დღეს თითქმის აღარ ჩანს პრობლემად ის, რომ იქნება ინვესტიციები. ჩანს დიდი ოდენობის კაპიტალი, რომელიც შეიძლება შემოვიდეს და ახლა მეტ დროს პროექტებს დავუთმობთ, რომლებშიც შეიძლება ეს ინვესტიციები წავიდეს",-დასძინა ივანიშვილმა.