თეა წულუკიანი:  ოპოზიცია საკუთარ წარსულს ბოიკოტს უცხადებს

თეა წულუკიანი: ოპოზიცია საკუთარ წარსულს ბოიკოტს უცხადებს

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიციამ ბათუმში მიმდინარე ღონისძიებას ბოიკოტი გამოუცხადა. 

როგორც ბათუმში, ევროკავშირის თემატიკაზე მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ დღეს, კონფერენციაზე ერთ-ერთი დამსწრის, სერგი კაპანაძისგან მოისმინეს, რომ ოპოზიციამ ამ ღონისძიებას ბოიკოტი გამოუცხადა.

"ეს მართლა დასანანია, იმიტომ, რომ ბევრი შეკითხვა იყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, ყველას პირად და ოჯახურ ცხოვრებას გვიწერდნენ. როგორ მოხდა ისე, რომ ყველას ელექტრონულ ფოსტას ამოწმებდნენ, ჩვეულებრივი მოქალაქიდან დაწყებული ოპოზიციის ხელმძღვანელებით დამთავრებულ. ამ კითხვებზე პასუხები არ იყო, რადგან, როგორც ჩანს, ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს საკუთარ წარსულს. სამაგიეროდ, ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ მომავალზე. ვისაუბრეთ იმ რეფორმებზე, რომელიც მიმდინარეობს", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, დღეს პირველად მოხდა, რომ ამ კონფერენციაზე ყველა იყო მიწვეული, მათ შორის ის არასამთავრობოებიც, რომლებიც არასდროს არ იყო დაპატიჟებული, რადგან "წინა ხელისუფლებას ეშინოდა, რომ კრიტიკული აზრი გამოითქმებოდა".