გუბაზ სანიკიძე:   სააკაშვილს ვურჩევ, ჯობია გუბაზ სანიკიძეს ეძინოს, ვიდრე იფხიზლოს

გუბაზ სანიკიძე: სააკაშვილს ვურჩევ, ჯობია გუბაზ სანიკიძეს ეძინოს, ვიდრე იფხიზლოს

სააკაშვილს ვურჩევ, ჯობია გუბაზ სანიკიძეს ეძინოს, ვიდრე იფხიზლოს, - ამის შესახებ "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. 

როგორც დეპუტატმა პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მისთვის სასიამოვნო და დიდი პატივია, რომ სააკაშვილი მისი სურათით დადის.

"ეროვნული ფორუმი" არის ქართული ინტერესების სადარაჯოზე, ფხიზლად, არასდროს ჩამოგვეძინება, განსხვავებით იმისგან, რომ შეიძლება პარლამენტშიც ჩამოგვეძინოს, თუმცა სააკაშვილს ვურჩევ, ჯობია გუბაზ სანიკიძეს ეძინოს, ვიდრე იფხიზლოს. ისე ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჯიბით დააქვს ჩემი სურათი, როგორც ჩანს რაღაც გრძნობები გაუჩნდა ჩემს მიმართ, მაგრამ ასეთივე გრძნობებს ნუ ელის ჩემგან. სასიამოვნოა ჩემთვის, რომ ჩემი სურათით დადის სააკაშვილი, შემიძლია სხვა სურათებიც მივაწოდო მას, სადაც უფრო სხვა მდგომარეობაში ვარ", - აღნიშნა მან.