განათლების მინისტრობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილი შეარჩევს

განათლების მინისტრობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილი შეარჩევს

მედიის მიერ დასახელებული კანდიდატებიდან განათლების და მეცნიერების მინისტრის პოსტზე არც ერთი არ განიხილება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დატოვოს განათლების და მეცნიერების მინისტრის პოსტი, მიუხედვად იმისა, რომ ამას კანონი არ ავალდებულებს. როგორც ივანიშვილი აცხადებს, ეს საქართველოში პოლიტიკურ კულტურას გაზრდის.

"ეს არის მისი იდეა, რომელსაც მხარს ვუჭერ. ის თვითონ გადაწყვეტს, კონკრეტულად რომელ დღეს დატოვებს თანამდებობას" , -განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება სავარაუდო კანდიდატს, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს საკითხი მარგველაშვილმა მასთან რამდენჯერმე დასვა.

"მე ვთხოვე მას, თავად გადაეწყვიტა და მე მის კანდიდატურას დავუჭერდი მხარს. ალბათ ასე იქნება", - განაცხადა ივანიშვილმა.

მედიაში, განათლების მინისტრის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატი დასახელდა, მათ შორის - ქუთსიის მერი დიმიტრი კოპალიანი და სასჯელაღსრულების, პრობაციისა დ იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი.