კვარიათში რუსი ტურისტების ნაკადი გაიზარდა

კვარიათში რუსი ტურისტების ნაკადი გაიზარდა

„კომერსანტის’’ მიერ გამოკითხული კვარიათის სასტუმროები ვიზიტორთა სიმცირეს უჩივიან. სასტუმრო ,,კვარიათის’’ ცნობით, მიმდინარე სეზონზე მხოლოდ რუსეთიდან და უკრაინიდან ჩამოსულ 2 ჯგუფს უმასპინძლეს.

სასტუმროში დამსვენებელთა ნაკადის შემცირების მიზეზებს ვერ ხსნიან, თუმცა მათ გააქტიურებას თვის ბოლომდე პროგნოზირებენ. ,,კვარიათში’’ მისულ დამსვენებელს ორადგილიანი ნომრის დაქირავება 60-დან 100 ლარის ფარგლებში შეეძლებათ. ვიზიტორთა ნაკლებობაა კვარიათის კიდევ ერთ სასტუმრო ,,ლაზურში’’.

როგორც სასტუმროს მეპატრონე აცხადებს, სასტუმრო მხოლოდ 50%-იანი დატვირთვით მუშაობს და გასულ წელთან შედარებით დამსვენებელთა ნაკადი განახევრებულია. მისი თქმით, მიუხედავად ტურისტების სიმცირისა, გასულ წელთან შედარებით გააქტიურებულია რუსი ტურისტების ნაკადი. რაც შეეხება ფასებს, ,,ლაზურში’’ ორადგილიანი ნომერი კვების გარეშე 110, ხოლო კვებით 130 ლარი ღირს.