მოაწერს თუ არა პრეზიდენტი ხელს მიწების უცხოელებზე გასხვისების მორატორიუმს?

მოაწერს თუ არა პრეზიდენტი ხელს მიწების უცხოელებზე გასხვისების მორატორიუმს?

სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელთა საკუთრებაში გადაცემაზე მორატორიუმი ძალაში შესასვლელად პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება. პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებები უკვე დაამტკიცა. შედეგად, უცხოელებს საქართველოში სასოფლო–სამეურნეობის მიწების შესყიდვა 2014 წლის ჩათვლით ეზღუდებათ.

თუმცა, მორატორიუმი არ გავრცელდება უცხოელის საკუთრებაში უკვე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე. მორატორიუმის პერიოდში მთავრობამ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება უნდა მოახდინოს. ინფორმაციისთვის: რეგიონებში მცხოვრები ფერმერები მიწების უცხოელებზე გაყიდვას პერმანენტული აქციებით აპროტესტებენ და მთავრობას პრობლემის მოგვარებას სთხოვენ.

მიწების გასხვისების წინააღმდეგ გამოდის ეკლესიაც: ილია მეორის განცხადებით, არც მეფეს, არც პრეზიდენტს და არც პატრიარქს არ აქვს უფლება მიწები გაყიდოს.