ბიძინა ივანიშვილი:  პრინციპულ პოზიციას ვიჭერ, რომ არ მოახდინოს ზედმეტი გავლენა მთავრობამ სასამართლოზე

ბიძინა ივანიშვილი: პრინციპულ პოზიციას ვიჭერ, რომ არ მოახდინოს ზედმეტი გავლენა მთავრობამ სასამართლოზე

მთავრობა და პირადად მე, როგორც მთავრობის მეთაური, პრინციპულ პოზიციას ვიჭერ, რომ არ გაბედოს და არ მოახდინოს ზედმეტი გავლენა მთავრობამ სასამართლოზე" , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, პრემიერსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შორის საუბარი შეეხებოდა სასამართლო რეფორმას.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოში არის ძალიან ბევრი პროგრესული და ჯანსაღი კადრი. მისივე თქმით, ის სულისკვეთება რაც აქვთ კოტე კუბლაშვილსა და ლევან მურუსიძეს უნდა მივიდეს თითოეულ მოსამართლემდე.

"მეორე შეხვედრა გვქონდა მე და ბატონ კოტე კუბლაშვილს, ასევე გავიცანი იუსტიციის საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა მან და დავრწმუნდი, რომ სასამართლოში არის ძალიან ბევრი ჯანსაღი და პროგრესული კადრი. პირველი შეხვედრის შემდეგ განცხადებებს გავაგრძელებთ, რომ ჩვენ გვაქვს პრინციპული დამოკიდებულება, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და საქართველოში უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო, რაც წლების განმავლობაში აკლდა ჩვენს ქვეყანას. მე ვფიქრობ, რომ ბატონ კოტეს ხელეწიფება დაარწმუნოს საზოგადოება, ბატონი ლევანიც და სხვა გუნდის წევრებიც. მათ ჰქონდათ არჩევნები, რაც წინგადადგმული ნაბიჯია. ეს განწყობა რაც აქვთ ბატონ ლევანს და ბატონ კოტეს, საჭიროა მივიტანოთ თითოეულ მოსამართლემდე. მთავრობა და პირადად მე, მთავრობის მეთაური, პრინციპულ პოზიციას ვიჭერ, რომ არ გაბედოს როგორმე და არ მოახდინოს ზედმეტი გავლენა მთავრობამ სასამართლოზე", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.