ირაკლი ალასანია:  ევროპაში ჩვენი იმედი აქვთ, გვენდობიან

ირაკლი ალასანია: ევროპაში ჩვენი იმედი აქვთ, გვენდობიან

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ბათუმში მიმდინარე კონფერენცია და უმაღლესი დონის შეხვედრები კიდევ ერთხელ ემსახურება საქართველოს ევროპული არჩევანის წარმოჩენას. 

როგორც ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის მოიშველიებს ევროკომისარ შტეფან ფულეს გამოსვლას, რომელმაც აღნიშნა, რომ მითი იმის შესახებ, რომ საქართველო აღარ არის ევროპულ გზაზე, დამსხვრეულია.

"ყველამ კარგად იცის ევროპაში, რომ ჩვენ ვართ სერიოზული პარტნიორები, ჩვენი იმედი აქვთ, გვენდობიან", - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, დღევანდელი გამოსვლებიც, მათ შორის პრემიერ ბიძინა ივანიშვილის, ევროკომისარ შტეფან ფულესი, იმის დასტურია, რომ საქართველო გზა ევროპულია.

თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველო ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ გახდეს არა მარტო ეკონომიკური, პოლიტიკური მონაწილე ევროგაერთიანების, არამედ სამხედრო და უსაფრთხოების კუთხითაც.