ბიძინა ივანიშვილი:  პრეზიდენტის ცარიელი განცხადებები ხალხზე აღარ მოქმედებს

ბიძინა ივანიშვილი: პრეზიდენტის ცარიელი განცხადებები ხალხზე აღარ მოქმედებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით ეხმიანება. მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთი გამოსვლის დროს აღნიშნა , რომ წინა წლებში უფრო მეტი პერსპექტივა ჰქონდა საქართველოს ვილნიუსის სამიტის მოსამზადებლად. 

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, დადებითი განწყობაა ევროკავშირის მხრიდან და პრეზიდენტი მსგავს განცხადებებს რის საფუძველზე აკეთებს მისთვის უცნობია.

პრემიერის თქმით, "პრეზიდენტის ცარიელი განცხადებები აღარ მოქმედებს ხალხზე" და პირადად პრეზიდენტი დაზარალდება მსგავსი გამოსვლებით.

"რის საფუძველზე ამბობს ამას პრეზიდენტი? ვნახეთ როგორ გამოვიდნენ ევროკომისარი შტეფან ფულე და საგარეო საქმეთა მინისტრები და როგორი სულისკვეთებაა. რის საფუძველზე ამბობს ეს კაცი, მარტო უნდა რომ დარჩეს საერთოდ და არავის აზრს აღარ იზიარებს. აბსოლუტურად სხვა განწყობაა. პირიქით, ევროსტრუქტურებში, ვინც არ უნდა ნახოთ და ვისაც არ უნდა ესაუბროთ, ყველანი კმაყოფილები არიან. ტემპები დაჩქარდა, თანამშრომლობა გაიოლდა, ყველაფერი იქნება უკეთესად, ვიდრე გეგმავდნენ. ეს არ მოსწონს მხოლოდ ერთ კაცს და ეს ცუდია რომ არ მოსწონს. ერთი კაცის ხედვა რჩება განმარტოვებულად. გაითვალისწინოს ის რაც რეალობაშია. ცარიელი განცხადებები აღარ მოქმედებს ხალხზე, თვითონ მას აზიანებს პირადად. შეეცადოს მეტად ობიექტური იყოს პრეზიდენტი", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.