საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ამ დროისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შვიდი განაცხადია შესული.
როგორც ჟურნალისტებს ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განუცხადა, ერთი განაცხადი წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, "ლეიბორისტული პარტიის" მიერ და კანდიდატად დასახელებულია შალვა ნათელაშვილი, ხოლო დანარჩენი ექვსი კანდიდატი საინიციატივო ჯგუფების მიერ არის წარდგენილი. ესენია არიან: მიხეილ სალუაშვილი, ტარიელ ხვედელიძე, ნესტან კირთაძე, გიორგი სახოკია, მამუკა ჭოხონელიძე და ნიკოლოზ გორგიჯანიძე.
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღების ბოლო ვადა 7 სექტემბერია.
საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის 27 ოქტომბერს გაიმართება.