ჩიორა თაქთაქიშვილი ზაზა პაპუაშვილთან მომხდარ ინციდენტზე რეაგირებას ითხოვს

ჩიორა თაქთაქიშვილი ზაზა პაპუაშვილთან მომხდარ ინციდენტზე რეაგირებას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა უმრავლესობის წევრ ზაზა პაპუაშვილთან მომხდარ ინციდენტზე რეაგირება მოითხოვა. 

ჩიორა თაქთაქიშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს განცხადებით მიმართა, სადაც განათლების კომიტეტზე, მასსა და ზაზა პაპუაშვილს შორის მომხდარ შელაპარაკებაზე რეაგირებას ითხოვს.

საპროცედურო კომიტეტის განმარტებით, რეგლამენტის 285-ე მუხლი ადგენს იმ ზემოქმედებათა ამომწურავ ნუსხას, რომელიც ხორციელდება პარლამენტის წევრის მიერ რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევისას. რეგლამენტის 286-ე მუხლი კი ადგენს იმ კონკრეტულ შემთხვევებს, რომელთა გამო პარლამენტის წევრს ეკისრება კონკრეტული პასუხისმგებლობა კონკრეტული პირის (სხდომის თავმჯდომარე/პარლამენტის თავმჯდომარე) მიერ.

როგორც კომიტეტი აცხადებს, მოცემულ შემთხვევაში, საჯაროდ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ კომიტეტის სხდომის თავმჯდომარემ ჩამოართვა სიტყვა ზაზა პაპუაშვილს და მისცა შენიშვნა, რაც სრულად შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის 285-ე და 286-ე მუხლების მოთხოვნებს.

"ამდენად მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, მოვახდინოთ რაიმე სახის რეაგირება ზემოხსენებულ განცხადებაზე", - ნათქვამია საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნაში.
ზაზა პაპუაშვილსა და ჩიორა თაქთაქიშვილს შორის შელაპარაკება განათლების კომიტეტზე რამდენიმე კვირის წინ მოხდა. გუშინ კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ისინი ერთმანეთს ისევ დაუპირისპირდნენ.