პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო ახლა გაცილებით მზად არის ევროპასთან თანამშრომლობისთვის, ვიდრე წინა წლებში იყო. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე, სახელწოდებით - "საქართველოს ევროპული გზა: ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები-ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისკენ" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ ევროპა მზად არის დაგვეხმაროს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ამ დახმარებისთვის, ჩვენ უნდა ვიყოთ ღია ამისთვის", -განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციის დამსწრეებს "მნიშვნელოვანი ზღურბლის გადალახვა" მიულოცა და აღნიშნა, რომ ყველანი იმ დიდი პროცესის მგზავრები არიან, რომელსაც ევროკავშირისკენ სვლა ჰქვია.