ლუის ნავარო:  კრიმინალთან დაკავშირებით მოქალაქეთა მეტი რაოდენობა აცხადებს, რომ ვითარება გაუარესდა, ვიდრე - გაუმჯობესდა

ლუის ნავარო: კრიმინალთან დაკავშირებით მოქალაქეთა მეტი რაოდენობა აცხადებს, რომ ვითარება გაუარესდა, ვიდრე - გაუმჯობესდა

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 17% მიიჩნევს, რომ საქართველოში კრიმინალთან დაკავშირებით ვითარება გაუარესდა, ხოლო 12% თვლის, რომ ამ მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესებულია, 57%-ს აზრით კი, მდგომარეობა არ შეცვლილია.

კითხვაზე, როგორ შეიცვალა მდგომარეობა შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით - სამუშაო ადგილებზე 7% აცხადებს, რომ გაუმჯობესდა, 66%-ს აზრით კი არ შეცვლილია;

ტერიტორიულ მთლიანობაზე 4%-ის თქმით, მდგომარეობა გაუმჯობესდა, 74%-ის აზრით არ შეცვლილია.

სამედიცინო მომსახურებაზე 27%-ს აზრით მდგომარეობა გაუმჯობესდა, 57%-ის აზრით არ შეცვლილია. სიღარიბის მიმართულებით მხოლოდ 6% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო 72% აცხადებს, რომ არ შეცვლილია.

როგორც კვლევის პრეზენტაციისას NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ აღნიშნა, კრიმინალთან დაკავშირებით მოქალაქეთა უფრო მეტი რაოდენობა აცხადებს, რომ ვითარება გაუარესდა, ვიდრე - გაუმჯობესდა. კერძოდ, აღნიშნულ კითხვაზე 17% პასუხობს, რომ კრიმინალის მხრივ ვითარება გაუარესდა, 12%-ის აზრით გაუმჯობესდა, ხოლო 57%-ის აზრით არ შეცვლილია.

ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის კი, პირველ ადგილზეა სამუშაო ადგილები 61%-ით, ტერიტორიული მთლიანობა 34%-ით, სამედიცინო მომსახურება 30%-ით, სიღარიბე 26%-ით, პენსიები 21%-ით.

ლუის ნავაროს თქმით, წინა კვლევებთან შედარებით აღნიშნულ კვლევაში რუსეთთან ურთიერთობის მნიშვნელობის მაჩვენებელი 4%-ით შემცირდა და 4%-ს უტოლდება.
დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით კი, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის ინფორმაციით საზოგადოების განწყობა არ შეცვლილა.