"ვისაც გვჯერა საქართველოს ევროპული გზის გაგვატარეთ", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე განმარტებით, საქართველოს კურსი უცვლელია და ის არის ევროპული.
"ქართველმა ხალხმა გააკეთა თავის არჩევანი და ეს გზა არის ნამდვილად ევროპისკენ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო დაბალ ხმაზე, მაგრამ ჯერ კიდევ მაინც ისმის განცხადებები ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ არ გვჯერა, არ გვჯერა, არ გვჯერა. ჩემი გზავნილი მათდამი ძალიან მოკლეა, ვისაც გვჯერა გაგვატარეთ", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში მე-10 საერთაშორისო კონფერენცია ახელწოდებით ,,საქართველოს ევროპული გზა და ევროკავშირის აღმოსავლეთის ევროპული პარტნიორები ვილნიუსის აღმოსავლეთის სამიტისკენ" მიმდინარეობს.