ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ვილფრედ მარტენსის განცხადებით, საქართველოში პრობლემებია.
ამის შესახებ მარტენსმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა სამიტის სამუშაო სესიის შემდეგ, მონაწილე ლიდერების მიერ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"საქართველოში პრობლემებია და არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ ამ განცხადებას მხოლოდ იმისთვის ვაკეთებთ, რომ ჩვენი პარტიის სტრატეგია ჩვენი წევრების ინტერესების დაცვაში მდგომარეობს. ამ პრობლემებზე ცოტა ხნის წინ ნატო-ს გენერალურმა მდივანმაც ისაუბრა. დაუშვებელია ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის ციხეში ყოფნა. საქმე არ უნდა გვქონდეს შერჩევით სამართალთან. მნიშვნელოვანია, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეს პრინციპი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ყველა ქვეყნისთვის მოქმედებს", - განაცხადა მარტენსმა.