12 ივლისს, 12:00 სთ-ზე ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) არასამთავრობო სექტორთან და მედია წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრას; მონაწილეები წინასაარჩევნო პერიოდში ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ; მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრას დაესწრებიან როგორც ცესკოს, ისე IFES-ის ხელმძღვანელი პირები.
ღონისძიება გაიმართება სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” (თამარ მეფის დარბაზი)
მის: რუსთაველის გამზირი #13