შტეფან ფულე:  საქართველო არ უნდა საუბრობდეს მუდმივად, თუ რა გაკეთდა ყოფილი მთავრობის მიერ

შტეფან ფულე: საქართველო არ უნდა საუბრობდეს მუდმივად, თუ რა გაკეთდა ყოფილი მთავრობის მიერ

საქართველო არ უნდა საუბრობდეს მუდმივად იმაზე, თუ რა გაკეთდა ყოფილი მთავრობის მიერ, - ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისარმა შტეფან ფულემ ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, საქართველო უნდა მიიწევდეს წინ და არ უნდა ჩარჩეს წარსულში.

"აუცილებლად უნდა იყოს დაცული სამართლიანობა და სათანადო პროცესი. საქართველო უნდა მიიწევდეს წინ, არ უნდა ჩარჩეს წარსულში და მუდმივად არ უნდა საუბრობდეს იმაზე, თუ რა გაკეთდა ყოფილი მთავრობის მიერ. უნდა იხედებოდეს მომავალში და უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ გაგრძელდეს დემოკრატიული პროცესების განვითარება", - განაცხადა ფულემ.