მე მგონი, არავის აქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ საით მიდის საქართველო, - ამის შესახებ კონფერენციის - "საქართველოს ევროპული გზა: ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები-ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისკენ" გახსნაზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპული არჩევანი ქართველმა ხალხმა გააკეთა.
"შემთხვევითი არაა ეს სათაური – "საქართველოს ევროპული გზა", ქართველმა ხალხმა გააკეთა ეს არჩევანი. ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო დაბალ ხმაზე, თუმცა ჯერ კიდევ ისმის განცხადებები ქვეყნის შიგნით და გარეთ - "არ გვჯერა". ჩემი გზავნილი მათდამი ძალიან მოკლეა: ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ”, - განაცხადა პეტრიაშვილმა.